გიორგი შავგულიძე:"ქუთაისის ბიბლიოთეკამ უნიკალური ფონდები დაკარგა"
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა გიორგი შავგულიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ ასრულებს ქუთაისის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი სამსახურში აღდგენის თობაზე. გიორგი შავგულიძის განცხადებით, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან ის წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც რამდენიმე სასამართლო ინსტანციას მიმართა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მერის ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ და მერიას დაევალა ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა და განაცდურის ანაზღაურება. პასუხად, ქუთაისის მერიის 2008 წლის გადაწყვეტილებით, შავგულიძეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენის თაობაზე, ასეთი დაწესებულების არარსებობის გამო. ამის შემდეგ შავგულიძემ უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განიცადა რეორგანიზაცია, რა დროსაც მასზე გადავიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობანი.
ავტორი: ნიუპრესი