|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატთა  ქვორუმი არ შედგა. სხდომის დაწყებისათვის მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 42-მა წევრმა გაიარა. 
 სხდომის ხელმძღვანელის, ვიცე-სპიკერის  მანანა კობახიძის  განცხადებით, 15 წუთში ხელმეორე რეგისტრაცია ჩატარდება. 
სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი, თუმცა მას უმრავლესობის წევრების შემადგენლობა არ ესწრებოდა. 
სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივითაა მოწვეული. მასზე კანონმდებლები ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე მსჯელობას  აპირებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებასაც გეგმავს. 

ავტორი: ნიუპრესი