წერეთლის უნივერსიტეტმა ინტერკულტურულ საღამოს უმასპინძლა
"AIESEK- ქუთაისის" ორგანიზებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერნაციონალური,
კულტურული საღამო მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ოთხი ქვეყნის, ერაყის,
ბრაზილიის, უკრაინის და საქართველოს ახალგაზრდება მიიღეს. მათ თავიანთი ქვეყნების შესახებ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე გამართეს. წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის დამახასიათებელი სუვენირები და კერძები. ღონისძიების მიზანი ერთმანეთისათვის თითოეული მათგანის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა და საზოგადოების ფართო სპექტრისთვის.
განსაკუთრებით ემოციური უკრაინული სტუდენტების გამოსვლა აღმოჩნდა. უკრაინაში
ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. კულტურული საღამოს ორგანიზატორის ეკა გოდოლაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა სტუდენტებისთვის მომავალშიც იგეგმება. „საღამოს
ორგანიზება „AIESEK“- მა გაუწია. ოთხი ქვეყნის სტუდენტებმა თავიანთი
ქვვეყნების შესახებ მცირე საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინეს. ამ ღონისძიებით
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაუმეგობრდნენ ერთამანეთს და მეტი გაიგონ
სხვადასხვა ქვეყნების შესახებ“,- განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა ეკა გოდოლაძემ.
„AIESEK“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში ეხმარება.
ავტორი: ანა ჯიქია