|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში  რიგგარეშე სხდომის ჩაშლის შემდეგ ბრიფინგი გამართეს.  მათი თქმით, საქართველოს მთავრობის წევრების სხდომაზე გამოუცხადებლობა უპასუხიმგებლობაა და საქართველოს მთავრობა შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს უმოქმედოდაა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა 21 მარტს აქცია დაანონსეს, სადაც ისინი მთავრობის გადაგომას მოითხოვენ:  „წელს რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა სრულიად უმოქმედოა. უმრავლესობას არ ესმის ხალხის ენა, ჩვენი, როგორც ოპოზიციის მოვალებაა გავაგონოთ მათ ხალხის ენა და რადგან ეს აქ პარლამენტში არ მოხერხდა, ეს მოხდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე.  ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ვინც თვლის, რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლებისაგან , შევიკრიბოთ 21 მარტს და ერთად მოვითხოვოთ გადაგეს საქართველოს უნიათო მთავრობა“,- განაცხადა  ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა ის ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. 

ავტორი: ნიუპრესი