|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვითხოვ, დამნაშავე უმკაცრესი ზომებით დაისაჯოს"- რუსუდან ნანავა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი  გაიმართა.
გარდაცვლილის ნათესავები ეთანხმებიან  გამოძიების ვერსიას. როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მან ნახა ვიდეო კადრები და აღნიშნულში ეჭვი  არ ეპარება, ისინი სასჯელის გამკაცრებას მოითხოვენ.

"პოლიციამ გვაჩვენა ვიდეო კადრები, სადაც დასტურდება, რომ ჩემს შვილს სიცოცხლე სწორედ ამ ადამიანმა  მოუსწაფა. ვითხოვ, დამნაშავე უმკაცრესი ზომებით დაისაჯოს,"-ამბობს ნანა გიგლემიანის დედა.
 ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. პოლიციამ  დააკავა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „გაზ 53“-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფვრით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო პროცესი 8 აპრილს განახლდება.
შეგახსენებთ, ქუთაისში მომხდარ  ავტოავარიას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა, რამდენიმე კვირის წინ   აღმაშენებლის გამზირის 27 ნომერთან მოხდა. ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, იგი გზის გამყოფ ხაზზე იმყოფებოდა.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი