რომან გოცირიძე:"უნდა დაიწყოს პრივატიზირების პროცესი"
"უნდა დაიწყოს პრივატიზირების პროცესი და მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება,"- ეს განცხადება ეკონომიკის სფეროს წარმომდგენელმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში თვლის, რომ განცხადებებით საქმე არ კეთდება და ქმედითი ნაბიჯები სასწრაფოდ არის გადასადგმელი. სასტუმრო Holiday inn-ში გააკეთა, სადაც ექსპერტები და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები მრგვალ მაგიდას მართავენ. შეკრების მიზეზი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური და სავალუტო კრიზისია.
"მთავრობამ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ძალიან სწრაფად. უნდა დაიწყოს პრივატიზაციის პროცესი, რომელიც უკვე წლებია დავივიწყეთ. 300 350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ამ მხრივ. ასევე სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის მოდერნიზება. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის კარგად მუშაობს, ინტერვენცია განხორციელდა საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით, ამან მოგვცა შედეგი, რომ ტყუილად არ გაიფლანგა ფული. განცხადებებით კი ლარის გამყარება რომ შეიძლებოდეს, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დავსვამდით ადამიანს და ვალაპარაკებდით, თან ლარიც გამყარდებოდა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა