|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია პროკურატურის დასკვნას ელოდება

ქუთაისში, სულხან–საბას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ  არარსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ჩაწერილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველო“  პროკურატურას მიმართავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც წულაია განმარტავს, პარტიამ გადაამოწმა ქუთაისის  #59 საოლქო კომისიის შემადგენლობაში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მისამართები. გოგი  წულაიას თქმით, ყურადრება გაამახვილეს  სულხან–საბას გამზირზე, სადაც არარსებულ ბინაში 4 ადამიანია ჩაწერილი.

„სულხან–საბას 49ბ–ში ბინა არ არსებობს. იქ არის ქვესადგური. მიუხედავად ამისა, ამ მისამართზე  4 ადამიანი გვხვდება.  მე კონკრეტულ ფაქტზე ვამახვილებ ყურადღებას, თორემ ასეთი არარსებული კორპუსების რაოდენობა ქუთაისში უამრავია. ამ ადამიანებზე გაცემულია ყალბი პირადობის  მოწმობები, რაც არის სიხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ 2 თვეა ვცდილობთ, რომ  საარჩევნო  უბნების საზღვრებიდან ამოვიღოთ არარსებული ბინები. რადგან არაფერი გამოვიდა,  გადავწყვიტეთ მივმართოთ პროკურატურას. მან შეისწავლოს და გამოიკვლიოს  დამნაშავეები და მათი ხელისშემწყობები.  საქართველოს მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ იმის განცდა, რომ საარჩევნო სიებში არ იქნება უზუსტობები და  არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდება,“ – ამბობს გოგი წულაია.

პარტია ასევე მოუწოდებს ქუთაისის #59 საოლქო სარჩევნო კომისიას დააზუსტოს სარჩევნო უბნებში შემავალი საცხოვრებელი კორპუსების მისამართები, ხოლო არარსებული ბნიები მასზე მიწერილი ამომრჩევლებით ამოიღონ საარჩევნო სიიდან. საოლქო კომისიიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი სულხან–საბას გამზირზე  აღმოჩენილ უზუსტობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის პროკურატურის დასკვნას დაელოდება და მის შესაბამისად იმოქმედებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე