|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით  ხაშურში 1982 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,44286 გრ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს.
 დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).

ავტორი: ნიუპრესი