|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიზიტით ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილიპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ერთკვირიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. პირველ ოფიციალურ შეხვედრას, დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე, დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან გამართავენ. ვიზიტისპროგრამის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან. დაგეგმილია, აგრეთვე, გამოსვლები და შეხვედრები ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, მსოფლიო ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან,  ბობ ზოელიკთან, საერთაშორისო ორგანიზაციის - „ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტთან,  მარკ ლაგონთან, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან,  უილიამ ბერნსთან, ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან, ბ-ნ სტროუბ ტალბოტთან და ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვისპრეზიდენტთან,  კარლ გერშმანთან. ატლანტიკურ საბჭოში პარლამენტის თავმჯდომარეს საჯარო გამოსვლა ექნება, ხოლო ფონდში „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ იგი მონაწილეობას მრგვალ მაგიდაში მიიღებს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დავით უსუფაშვილი შეხვდება და ინტერვიუებს მისცემს საერთაშორისო მედია გამოცემების - „ნიუიორკტაიმსის“ (ინგლ. New York Times), „რადიო თავისუფლების“ (ინგლ. Radio Free Europe/Radio Liberty Washington),„ფორინპოლისის (ინგლ. Foreign Policy), უოლსტრიტ ჯორნალის“ (ინგლ. Wall Street Journal) და „ამერიკის ხმის“ქართულ რედაქციის (ინგლ. Voice of America Georgian Language Service) წარმომადგენლებს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ვიზიტს 6 მარტს დაასრულებს.

ავტორი: ნიუპრესი