|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის"

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის კერძო და საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა და განათლების ღონისძიებების პროგრამები წარუდგინა. ესენია "მერის სტიპენდია წარმატებული  მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. შეხვედრაზე ასევე "საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" საპილოტე პროექტი განიხილეს. განათლების პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის ხანგრძლივობა 8 თვეს შეადგენს. 

" ჩვენ შევხვდით სკოლი წარმომადგენლებს და გავაცანით რამდენიმე პროექტი. დაახლოებით 3 თვის წინ გვქონდა შეხვედრა და იქ გამოითქვა სურვილი, რომ ქალაქი კიდევ უფრო ჩართულიყო სკოლის მხარდამჭერ პროგრამებში. ამისათვის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ შესაბამისი დაფინანსება დღეს, ჩვენ გავაცანით მათ პროგრამები",- განაცხადა შოთა მურღულიამ.
კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებების მიმართულებით ჩატარდება, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენები. კონკურსის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება,  სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაა. 
პროგრამებში ჩართვას გეგმავენ ქუთაისის სკოლები. კონკურსში მონაწილეობა უფასოა. პირველი ეტაპი სკოლებში, ხოლო მეორე N1 საჯარო სკოლის შენობაში, მარტის ბოლომდე ჩატარდება. 

ავტორი: ანა ჯიქია