"რიონი" VS "მეგა-ტვ"
ტელეკომპანია ,,რიონისა“ და ,,მეგა ტვ“-ის დაპირისპირება
წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
რამდენიმე
ხნის წინ ტელეკომპანია ,,რიონის“ გენერალური დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ კომუნიკაციის
მარეგულირებელ კომისიაში ტელეკომპანია ,,მეგა ტვ“ - ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
აღნიშნული მიზეზი ტელეკომპანია ,,მეგა ტვ“ - ის ახალი პროექტი ,,შუადღე ქუთაისში“ გახდა. ღვინიანიძის თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია წარმოადგენს ხონის ტელევიზიას და მას არც სიტყვა-ქუთაისის გამოყენების უფლება აქვს და არც ქუთაისში მაუწყებლობის. ტელეკომპანია ,,რიონის“ დირექტორს არც ,,მეგა ტვ“ - ის სარეკლამო
ფასები მოსწონს და თვლის, რომ კონკურენტის დაბალი ფასები არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ქმნის და მას აზარალებს.
ღვინიანიძისგან
განსხვავებით, საპირისპირო მოსაზრება გააჩნია ,,მეგა ტვ“- ის მენეჯერს, ნანა თოშხუას.
მისი თქმით, არათანაბარ გარემოში არა ტელეკომპანია ,,რიონი“, არამედ ,,მეგა ტვ“ იმყოფება
და მას ამ მიზეზით არაერთგზის მიუმართავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიითვის.
როგორ დასრულდება დავა და ვისკენ გადაიხრება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, დღეს გახდება ცნობილი. თემასთან დაკავშირებულ ინფორმაცია ,,ნიუპრესი“ მუშაობას აგრძელებს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე




14:46
10:52
10:31
10:29
15:35
















