|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ ახალი პროექტი "სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში" დაიწყო. ნოდარ თათვიძის თქმით, აუცილებელია საქართველოს პარლამენტში იყოს ადამიანი, რომელიც სტუდენტების უფლებებს დაიცავს. "აუცილებელია, საქართველოს პარლამენტში იყოს ადამიანი, რომელიც იქნება სტუდენტთა უფლებების დამცველი. ჩვენ, სტუდენტები, ვიწყებთ გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით, რომ ყველა უნივერსიტეტში გამოვავლინოთ და საზოგადოებას შევთავაზოთ ჩვენი, სტუდენტების მიერ რეკომენდირებული ადამიანი, რომელიც იქნება  სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ. არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ნოდარ თათვიძის თქმით, პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში პრეს-კონფერენცია ჩატარდება, სადაც პროექტის მიზნებზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ.

ავტორი: ანა ჯიქია