ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები ჩაატარეს
ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და მშობელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ხელშეწყობით, საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახელეების დემონსტრირება იყო. პროექტის ფარგლებში მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით, კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები გაიმართა. წარმოადგინეს თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ და როგორ ნერგავს მას პრაქტიკაში.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღებასა და დანერგვას.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა