ოპერის თეატრში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის საბავშო ბაღების აღსაზრდელებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა. კონცერტში მონაწილობა ქუთაისის ცხრა ბაღმა და 300-მდე აღსაზრდელმა მიიღო. მათ სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიება ქალაქის მერიის ორგანიზებით გაიმართა. "ღონისძიება ტრადიციული სახისაა. ჩატარებამდე ქალაქის ყველა ბაღში ხდება საუკეთესო ნომრების შერჩევა და კონცერტზე გამოტანა. ღონისძიება ემსახურება ერთ მიზანს, რომ დედის დღე შვილებმა მიულოცონ დედებს", - განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ელისო ქაროსანიძემ.
ღონისძიებას ტრადიციული სახზე აქვს და წელს მეექვსედ ჩატარდა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა