ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულებს ატყუებდა
მიმდინარე წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის
რეგიონის დასახმარებლად ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა. თუმცა
ქუთაისში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დაპირებული კომპენსაციების
დაგვიანებას ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის სტიქიით ხსნიდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაზარალებულებს
განუცხადეს, რომ მათთვის განკუთვნილი თანხები
კახეთის რეგიონს მოხმარდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ქუთაისში მოსული უხვი
ნალექის შედეგად, ქუჩების გარდა, წერეთლისა
და ფოთის ქუჩებზე მაცხოვრებელთა სახლებიც დაიტბორა. მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობისაგან
დახმარებას ითხოვდა.
ქალაქის ხელმძღვანელობამ დატბორილი ადგილები დაათვალიერა
და დაზარალებულებს კომპენსაციებს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ
დაპირდა.
დაზარალებულებმა 200–ლარიდან 400 ლარის ფარგლებში დახმარებები
ახლახანს მიიღეს, თუმცა მანამდე კომპენსაციების დაგვიანებას ხელისუფლება კახეთის სტიქიით
ამართლებდა.
„ჩემი სახლი რამდენჯერმე დაიტბორა. თავიდან გვითხრეს
500–ლარიდან–ზევით გამოიყოფა თანხებიო. კახეთის
სტიქიიის შემდეგ გამოგვიცხადეს, კახეთში რომ ასე მოხდა, ძირითადი თანხები იქით გადაისროლესო.
კომპენსაციები ახლახანს დაარიგეს,“ - ამბობს წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები შორენა ყურაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე