|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულების 11 დაწესებულების დირექტორი შეიცვალა


მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების თერთმეტი 
 დაწესებულების დირექტორი შეიცვალა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დირექტორების ნაწილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. "ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგი მიდის, ზოგი მოდის. რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ევროპულ მოდელზე გადავიდეთ, ვინც გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, დარჩება, ვინც არა და, წავა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის მიერ აღნიშნულ  11 დაწესებულებას შორის   ქუთაისსა და გეგუთში არსებული სასჯელასღსრულების დაწესებულებებიც შედის, რომლის  ხელმღვანელები ბოლო პერიოდში შეიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი