"საქართველო ლომბარდში ჩადებულ ქონებას გავს"-სულხან ქობულაძე
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ბანკებს 'მევახშეული"
პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბანკები არ გრძნობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე
პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლების ბრალია.
"მოსახლეობა, ბიზნესი, დღეს ღატაკდება ბანკების გაუმაძღარი, მევახშეული პოლიტიკის გამო, როდემდე? ხელისუფლებამ მოსახლეობა ბანკების პირისპირ დატოვა, უკვე წლებია ხელშეკრულებაში ძირითადად ბანკის ინტერესებია დაცული და არა მისი კლიენტების. ბანკს აქვს დღეს ყველანაირი ბერკეტი გააკოტროს მისი კლიენტი და ამის საშუალებას კანონი აძლევს, ეს ბერკეტი არა ერთხელ გამოუყენებია წინა წლებში და დღეს ვინაა დაზღვეული, რომ კიდევ არ გამოიყენებს? ",
ავტორი: ანი ლიპარიშვილი