|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაესტრო" "შემოულაწუნეს" ორგანიზატორებს მიმართავს

ტელეკომპანია "მაესტრო" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რითაც აქცია "შემოულაწუნეს" ორგანიზატორებს მიმართავს. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ როგორც "მაესტრო" აცხადებს, არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს,  გააშუქოს მათი აქტივობა ვიდრე:  აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე; აქციის ოგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო;  ვიდრე, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს;  ვიდრე, ინციდენტში მონაწილე პირები არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად

"მაესტრო" აფიქსირებს,  რომ იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ, თუ ადგილი ექნება ანალოგიურ ინციდენტებს
უოხჰიუზუჟლ ვარდების მოედანზე აქციაშემოულაწუნესმსვლელობისას, მონაწილეების მხრიდან მოხდა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმა.  ფოტორეპორტიორმა მიიღო როგორც ფიზიკური დაზიანებები, ისე დაზიანდა მისი კუთვნილი ტექნიკა.
აღნიშნულთან  დაკავშირებით  "თავისუფალი  საქართველოს"  სახელით  ბოდიშის  წერილი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "თავისუფალი საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს მართლაც საპატიო ჟურნალისტს, რომელსაც ჩვენი პარტია და მათი ლიდერი დიდ პატივს ცემს. ვგმობთ ამ სამწუხარო ქმედებას. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, აღნიშნული პიროვნება ჩვენი პარტიის წევრი არ არის და არც ყოფილა. პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავას ძალისხმევით დადგენილი იქნა ეს პიროვნება და მიყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში,  სადაც ის ამ წუთისთვის იმყოფება დაკითხვაზე,"-ნათქვამია წერილში. 
ფოტორეპორტიორის ცემის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

 

ავტორი: ნიუპრესი