|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაზოგო 1 ლარი, ეს ნიშნავს-იშოვო დამატებით 1 ლარი"

ლარის კურსის დევალვაციამ საქართველოში, საწვავის გარდა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე ფასები გაზარდა. დედაქალაქისაგან განსხვავებით,  იმერეთსა და ქუთაისში საქონლის ხორცის, ყველის, ლობიოს, იმპორტული კიტრისა და პომიდორის ფასები საშუალოდ 50-70 თეთრით იაფია, პურისა და ლუდის ფასები კი გათანაბრებულია. „ლარის კურსი დიდ გავლენას ახდენს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან სამომხმარებლო ბაზრის 2/3 იმპორტულ პროდუქციას უკავია. ლარის დევალვაციის დროს, რაც უფრო მეტად ვართ დამოკიდებული იმპორტულ პროდუქციაზე, კურსის რხევაც მით მეტ გავლენას ახდენს ფასების მატებაზე. ასევე,  რაც უფრო ნაკლებად ელასტიურია საქონელი, მით უფრო რთულია მასზე უარის თქმა, ვიდრე მაღალ ელასტურ საქონელზე - მაგალითად, როგორიცაა ლუდი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთ დროს შევამციროთ ლუდის მოხმარება, მაგრამ ვერ შევამცირებთ პურს“,  -აცხადებს საბანკო საქმის სპეციალისტი რევაზ რობაქიძე. მისი თქმით,  მსოფლიო  აღნიშნავს  „დაზოგვის დღეს“, თუმცა აქამდე მის   მნიშვნელობას ნაკლებ  ყურადღებას  ვაქცევდით, ახლა კი ცხადია, რას ნიშნავს ეს  გამონათქვამი- "დაზოგო 1 ლარი, ეს ნიშნავს იშოვო 1 დამატებითი ლარი".  პურის მომჭირნედ მოხმარება, ელენერგიის ხარჯებისა და ფულის დაზოგვა, ეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ - ურჩევს მოსახლეობას რევაზ რობაქიძე, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებულ "ქამრების მოჭერის" პოლიტიკას ამგვარად ეხმიანება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი