|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში იტყობინება, დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში -2, აღმოსავლეთ საქართველოში კი -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დედაქალაქში სინოპტიკოსები ამაღამ -1 გრადუს ტემპერატურას პროგნოზირებენ.
რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ქარი ჩადგება და ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი. 
7 მარტს ტემპერატურა დასავალეთ საქართველოში 23 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე მოიმატებს. 
8 მარტს დასავლეთში მცირე წვიმა, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

ავტორი: ნიუპრესი