|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა 2014 წელს გაწეული სამუშაოები შეაჯამა

საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა 2014 წელს გაწეული სამუშაოები შეაჯამა.  სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოები წარმოადგინა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და  ქუთაისში მმოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ. 2014 წელს ანგარიშის მიხედვით,  მოხდა  137 ეზოსა და 42 მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, 55 ლიფტის რეაბილიტაცია, გამოიცვალა 28 წყლის კომუნაკიციის სისიტემა, მოეწყო 65 სადარბაზო, 33  "ღატაკი" ოჯახის სტატუსის მქონეთათვის მოხდა სახლების გადახურვა. 170 ბინას გადასახური მასალა გადაეცა.  საბინაო ინფრატრუქტურისა და  სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტებით 21 ათას 268 ოჯახმა ისარგებლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საბინაო სამსახურის  მიერ წარმოდგენილი ანგარიში ქალაქის მერმა შეაჯამა "საბინაო სამსახურმა 2014 წელს საქმიანობა საკმაოდ კარგად განახორციელა, მიხარია, რომ ძირითადი სამუშაოები  არჩევნების შემდეგ არ იქნა ჩატარებული, პრობლემა რჩება მაგრამ 2014 წელი იყო გამორჩეული, ჩვენ შევინარჩუნეთ და კიდევ უფრო გავამჯობესებთ ტემპს,"- განაცხადა შოთა მურღულიამ. 

შეხვედრა შეაფასეს არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებმაც: "მივესალმები მსგავს შეხვედრებს. საინტერესოა, რა ძირითადი აქცენტები კეთდება. როგორ განისაზღვრება კრიტერიუმები ძირითადი საკითხების განხილვისას, სოციალურ საკითხებზე მიმართული ფინანსები რამდენად სწორად ნაწილდება", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლემა თეონა გოგიშვილმა.
 2015 წელს საბინაო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამსახურის პროექტებს სამი ახალი  პროექტი დაემატება. ერთ-ერთ მათგანს ქუთაისში არსებული გამოუყენებელი შენობების რეაბილიტაცია წარმოადგენს. 

ავტორი: ანა ჯიქია