|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში დამატებით 3 პროექტი განხორცილედება

საბინაო სამსახური  არსებულ პროექტებთან ერთად დამატებით კიდევ რამდენიმე პროექტს განახორციელებს. 2015 წელს განსახორციელებელ პროექტებს პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში 3 პროექტი დაემატება.  „კორპუსის“ ფარგლებში დამატებით განხორციელდება საწვიმარი მილების მოწესრიგების პროგრამა, ცალკე  იქნება ატრაქციონების მოწყობისა  და ცალკე ძელსკამების პროგრამები. იყო პროექტები, რომლებიც ეზოს მოწყობის დროს ხორციელდებოდა და მერე ამხანაგობებს რაიმეს მოწყობის უფლება არ ჰქონდათ, ახლა კი თანადაფინასებით 60/40- ზე შეეძლებათ განახორციელონ სამუშაოები“, - განაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ. 

 საწვიმარი მილებისა და პარაპეტების მოწყობაში თანადაფინანსება 80/20 შეადგენს. გარდა პროგრამა "კორპუსში" დამატებული განსახორცილებელი პროექტებისა, პროგრამებს კიდევ 3 დაემატა, ესენია: მინიმოედნების მოწყობა, სავარჯიშო ადგილების მოწყობა და სოციალური სახლები. როგორც ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, მიმდინარე წელს მოხდება მინიმოედნების მოწყობის საპროექტო სამუშაოები. 
გასულ წელს საბინაო სამხასურის პროექტებით 21 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ავტორი: ანა ჯიქია