ქუთაისში მეეზოვეებს პროფესიული დღე მიულოცეს
ქუთაისში მეეზოვებს პროფესიული დღე მიულოცეს. ღონისძიებას ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროფესიული დღე მეეზოვეებს ნინოშვილის ბაღში მიულოცეს და ააიპ "სპეცილური სერვისების" ასამდე თანამშრომელს სიგელები გადასცეს. „ჩვენი კომპანია პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მთელი წლის შედეგებს ვაჯამებს და იმ ხალხს, რომლებიც ამინდის მიუხედავად ყოველ დილით გამოდიან 6 საათზე იმისთვის, რომ გაღვიძებულ ქალაქს დასუფთავებული გარემო დახვდეს. სარვამარტოდ ყველა ქალბატონს 100 ლარი გადავეცით“,- განაცხადა ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელმა გელა გაგუამ.
ქუთაისის ქუჩების სისუფთავეზე ყოველ დღე 200-მდე მეეზოვე ზრუნავს. მათი პროფესიული დღე ქუთაისში მეოთხე წელია, რაც აღინიშნება.
ავტორი: ანა ჯიქია