|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საიას ქუთაისის ორგანიზაციას გიორგი სანტურიანი უხელმძღვანელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციას გიორგი სანტურიანი უხელმძღვანელებს. ის  თანამდებობაზე  ორგანიზაციის ქუთაისის ბიურომ შეარჩია, საბოლოო გადაწყვეტილება კი ცენტრალურმა ოფისმა  მიიღო. სანტურიანი აღნიშნულ პოსტზე ერთი წლის ვადით დაამტკიცეს.  როგორც გიორგი სანტურიანმა „ნიუპრესს“ განუცხადა, ის   მუშაობის გაგრძელებას იმ პრინციპებზე  დაყრდნობით გეგმავს, რომელსაც ორგანიზაცია უკვე 20 წელი, ხოლო  ქუთაისის ფილიალი 18 წელია აქტიურად იცავს.

“ქუთაისის ფილიალი გააგრძელებს იმ კუთხით მუშაობას, რაც ორგანიზაციას 1994 წლიდან აქვს არჩეული. ესაა ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა, კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება“,- აღნიშნა სანტურიანმა.

 გიორგი სანტურიანი ორგანიზაციაში 2011 წლიდან მუშაობს და ამ დრომდე, საიას ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის პოზიციას იკავებდა. ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის პოსტზე მან  გიორგი ჭიქაბერიძე შეცვალა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად აირჩია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა