|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ

8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ.  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 850 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 314 (61.20%) ქალბატონია, ხოლო 6536 (38.80%) მამაკაცი.

 ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს დაბადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი მიმდინარე წელს 108 წლის ხდება. 
8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1960 წელს დაიბადა. რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში ცხოვრობენ.

ავტორი: ნიუპრესი