|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეტი ქალი პარლამენტში"-ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა

  ,,მეტი ქალი პარლამენტში“, ,,მიეცი ქალს ხმა“ - აღნიშნული ლოზუნგების ფონზე ქუთაისში ჟურნალისტების და არასამთავრობოების მიერ აქცია გაიმართა. აღნიშნული აქცია ერთდროულად საქართველოს 25 ქალაქში გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ,,ქალთა მოძრაობაა“, როგორც ,,ქალთა მოძრაობაში’’ აცხადებენ, აქციის მიზანი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქალების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა.

 ,,ქალთა სოლიდარობისათვის მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ კონკრეტული მესიჯი გაგვეგზავნა საზოგადოებისთვის და ეს მესიჯი არის "მეტი ქალი პარლამენტში", "მეტი ქალი პოლიტიკაში", "მიეცი ქალს ხმა". ჩვენ ვემხრობით კვოტირებას პარლამენტში, ვემხრობით, რომ უფრო მეტი აქტივობა იყოს ქალების მხრიდან პოლიტიკურ სარბიელზე“, - განაცხადა პოტმა ლია უკლებამ.

   ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, მიუხედავად გენდერული თანასწორობისა და ამ საკითხებზე  საუბარი უფრო ხშირია, პოლიტიკური რეალობა კი სხვანაირია.

  ,,მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალი უნდა გააქტიურდეს, დღევანდელი რეალობა სხვანაირია პოლიტიკურ სპექტრში. ვუყურებთ, რომ ქალები ძალიან ნაკლებად არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში და ეს ქმნის გარკვეულ დისბალანსს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა