|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა 8 მარტი უხუცეს და შშმ ქალბატონებს მიულოცა

ქალთა საერთაშორისო დღე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უხუცეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს მიულოცა.

შოთა მურღულია 107 წლის ლიდა ლომთაძეს და სოფიო ბანძელაძეს ოჯახში ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ასოციაცია ,,მოწყალების“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს. ქალაქის მერმა მათ საჩუქრებიც გადასცა. შშმ პირები აცოციაციაში, ქსოვენ,  ქარგავენ და პერიოდულად გამოფენა-გაყიდვას აწყობენ. საქველმოქმედო აქციაში ჩართულობის მიზნით ქართულ-გერმანულმა ცენტრმა მათ საჩუქრად საქსოვი ძაფები გადასცა. ასოციაცია ,,მოწყალების“ შენობას პანდუსი გაუკეთდა, რომლის მოწყობა  ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.

ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა