ოთარ კობერიძე გარდაიცვალა
90 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა. ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი.
1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.
“ბაში აჩუკი”, “მამულქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.
სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ავტორი: ნიუპრესი