|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქართულ-გერმანულმა ცენტრმა მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

ქუთაისში ქართულ-გერმანულმა ცენტრმა მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ქალაქ ვადერნის რამდენიმე ოჯახი უკვე 12 წელია ქუთაისში სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. ამჯერად გერმანელმა ქველმოქმედმა ანდრია იოსტიმ ჰუმანიტარული ტვირთი 24 ოჯახს დაურიგა. დღესვე მოეწყო ნაქსოვი ტანსაცმელების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. შემოსული თანხით 300-მდე ოჯახს დაეხმარებიან. 
„მადლობა გერმანელ ხალხს, ჩვენ ამ აქციით ასობით უმწეო და სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით. ეს ცენტრი ყოველთვის კეთილ საქმეს აკეთებს“,- განაცხადა ქუთაისის მერმა. 
ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელის ნანა მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული აქცია ცენტრის არსებობის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა