საგნობრივი გამოცდებისათვის პედაგოგთა რეგისტრაცია იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნობრივი გამოცდებისათვის პედაგოგთა რეგისტრაციას იწყებს.
რეგისტრაცია 10 -დან 25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 2015 წელს საგნობრივ გამოცდებს მხოლოდ მმოქმედი მასწავლებლები ჩააბარებენ. მათთვის რეგისტრაცია უფასოა და ელექტრონულად შემდეგ ვებგვერდებზე ხორციელდება: www.naec.ge ან www.online.naec.ge
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მმოქმედი პედაგოგისათვის სავალდებულო ხდება საგნობრივი გამოცდის ჩაბარება (ამ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს).
დამათებითი ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა