ია მეტრეველი და გურამ დონაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე, რომელზეც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა. სასამართლოზე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დაზარალებულის სტატუსით დაკითხეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა ია მეტრეველსა და საქმეში ბრალდებულ გურამ დონაძეს შორის. მეტრეველის გაღიზიანება დონაძის კითხვას მოჰყვა. მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. დაკითხვის დროს ია მეტრეველმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 15 აპრილსაა ჩანიშნული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა