სურსათის ეროვნული სააგენტო კერძო საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას იწყებს.
მიმდინარე წელსშემოწმება ჩაუტარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღს. 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში 6 ბაღი დაჯარიმდა. დღეისათვის ინსპექტირებისათვის 353 ბაგა-ბაღია შეფასებულია .
16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი. ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი.
შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთი ბაღის კვების ბლოკში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლს პერმანენტულად განახორციელებს, კერძო ბაღების მფლობელებს კი მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ბიზნეს ოპერატორად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონმდებლობის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდებიან.
ავტორი: ნიუპრესი