ქუთაისის მერია ლაშა თოდრიას ინტერვიუს ეხმიანება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის
ლაშა თორდიას მიერ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, ქუთაისის თვითმმართველობასთან არსებული კითხვების
შესახებ, ქუთაისის მერია გამოეხმაურა.
ლაშა თოდრია ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კითხვები არსებობს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან.
როგორც ქუთაისის მერია იტყობინება, საუბარია 2011-12 წლებზე.
"მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომუნიკაცია შედგა ქუთაისის მერსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს შორის. როგორც გაირკვა, საუბარია 2011-2012 წლებში ქუთაისის მერიაში არსებულ ვითარებაზე. 2013 წლიდან დღემდე აუდიტის სამსახური ქუთაისის მერიაში არ შემოსულა", -ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოფიციალური უწყება აქვე განმარტავს: "რაც შეეხება ტენდერებს და მათ განხორციელებას, ქუთაისი ერთ-ერთი მოწინავეა ამ საკითხში. ქალაქში უკვე მომზადებულია რამდენიმე მსხვილი პროექტი და ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად სამუშაოებიც აქტიურ ფაზაში შევა. ყოველდღიურად მიმდინარეობს დასრულებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება".
ავტორი: ნიუპრესი