|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალების“ ყრილობას არასამთავრობოები დააკვირდებიან

8 სექტემბერს, ქუთაისში დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას საია და „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდებიან.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქუთაისის ფილიალის მეშვეობით წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ფარგლებში დაკვირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას.  დაკვირვების მიზანია იმის დადგენა, რამდენად დაცული იქნება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები,“ – ამბობს საია–ს ქუითაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალების“ ყრილობა ქუთაისში ხვალ. 8 სექტემბერს, 14:00 საათზეა დაგეგმილი. ქუთაისის გარდა,  ღონისძიება ქვეყნის კიდევ 10 ქალაქში გაიმართება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე