ქართველ კურსანტებს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ
ავტოავარიის შედეგად ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტებს საკუთარ ქვეყანაში აკადემიის დელეგაციის თანხლებით ჩამოასვენებენ, რომელშიც აკადემიის რექტორი კონტრადმირალიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე 7 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
სოსო მაკარიძე ნიუ ჯერსიში ამერიკის საზღვაო თავდაცვის აკადემიის მე-4, ბესარიონ გორჯოლაძე კი მეორე კურსის მსმენელი იყო. დაღუპულების ამერიკელმა მეგობრებმა კი მათი ხსოვნის პატივსაცემად საკუთარი „ფეისბუქის“ პროფილის სურათებად საქართველოს დროშები დააყენეს.
დაღუპულ კურსანტებს 18:00 საათზე ჩამოასვენებენ.
ავტორი: ნიუპრესი