საქართველოში შრომის ბაზრის კვლევა მიმდინარეობს
შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვა და განვითარება. მოწვეული სტუმრები საქართველოში არსებული მსხვილი დამსაქმებლები იყვნენ.
"კვლევა შეეხება რამდენიმე ათას საწარმოს, პირველი პილოტირება რამდენიმე ათას საწარმოში ჩვენ უკვე ჩავატარეთ. გვაქვს მონაცემები და ვფიქრობ, რომ უახლოესი თვენახევრის განმავლობაში გვექნება შედეგები, რაც მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს მოთხოვნად პროფესიებზე და კვალიფიკაციებზე, და საშულებას მოგვცემს დავგეგმოთ შესაბამინი გადამზადების კურსები",- განაცხდა შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ნიუპრესი