გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლებას სახელმწიფო დააფინანსებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიდაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისდროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევის და სოფელ მუმლაანთკარის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების შემადგენლობაში შეყვანის საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სოფლებში მოსახლეობის გათბობითუზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გაცემის მიმდინარეობის შესახებანგარიში მოისმინეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომისიის წევრებმა განიხილეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებას შეეხებოდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა