|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განვითარების გეგმა თითოეული რეგიონისთვის მზადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეული რეგიონისთვის განვითარების გეგმა მზადდება, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა  რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლა.
"გამოვავლინეთ პრიორიტეტული მიმართულებები, საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები, რაც არსებობს რეგიონში, რა მიმართულებითაც ჩვენ განვახორციელებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული პოტენციალი, რაც ამა თუ იმ რეგიონს აქვს. ხდება მობილიზება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა  მეწარმეთა მაქსიმალურ ხელშეწყობას, რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით, მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან რეგიონების მონახულებას აპირებს და პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა