„ნაციონალები“ ქუთაისის ყრილობისთვის აქტივს რაიონებიდან ავსებენ
„ნაციონალები“ ქუთაისის ყრილობისთვის აქტივს რაიონებიდან
ავსებენ
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ამ დროისთვის „ნაციონალების“ ყრილობაზე დასაწრებად აქტივისტების შეკრება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსები ხელმძღვანელობენ. მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასული პარტიის საარჩევნო შტაბები, სადაც დროშებსა და მაისურებს არიგებენ.
შტაბებთან, ასევე, მობილიზებულიაარიან საქალაქო ტრანსპორტი, რომლის საშუალებითაც "ნაციონალებს" შეკრებილი აქტივისტები გადაჰყავთ.
ყრილობაზე დასაწრებად ადგილობრივ აქტივისტებს მობილიზებას
პარტიის კოორდინატორები უკეთებენ, რომლებიც მოსახლეობას კორპუსებთან კრებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებსა და ქუდებს ურიგებენ.
რაც შეეხება რაიონებიდან ხალხის ტრანსპორტირებას, მიკროავტობუსების საშუალებით რწმუნებულებმა ახალგაზრდები, გამგეობის თანამშრომლები და საჯარო სკოლების მასწავლებლები უკვე ჩამოიყვანეს.
„ნაციონალების“ აქტივისტების მობილიზების საქმეში
ასევე, ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებიც, რომლებსაც პარტიიდან
ყრილობაზე მინიმუმ 5 კაცის მიყვანა დაევალათ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილს
14:00 საათზე ელოდებიან. მმართველი გუნდი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციის გარდა, იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის
კანდიდატებსაც დაასახელებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე