ქუთაისის მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მალხაზ დვალიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი +“ ახორცილებს. მალხაზ დვალიშვილის ქუჩაზე 200 მ ასფალტ-ბეტონი დაიგო. მოხდა სანიაღვრე სისტემის შეკეთება. ასევე შეცვლილი იქნა წყლის, გაზისა და დენის სისტემები.
,,ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად სამუშაოებიც აქტიურ ფაზაში შედის. სისტემატურად მოხდება ხარისხის შემოწმება. ქალაქში უკვე მომზადებულია რამდენიმე მსხვილი პროექტი. ყოველდღიურად მიმდინარეობს დასრულებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება. გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი