|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2014 წელს სპორტული ღონისძიებებისათვის 679500 ლარი დაიხარჯა

ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გასული წლის ანგარიში წარადგინა.  გასულ წელს  სამსახურმა დაახლოებით 31 ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი: "ვთვლი,  საინტერესო წელი იყო. შევეცადეთ არც ერთი სფერო უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა. საინტერესო პროგრამები განხორციელდა, ჩატარდა  2 საერთაშორისო ფესტივალი, მნიშვნელოვანი იყო 26 მაისის  და 2 მაისის დღესასწაულის ღონისძიებები",- განაცხადა  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჟუღელმა. 

სამსახურის ანგარიშის წარდგენას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. შოთა მურღულიას თქმით, გასულ წელს საუკეთესო ღონისძიებები ჩატარდა. "შენობის რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდ თანხა დაიხარჯა, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ღონისძიებების გამართვას. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული და ორიგინალური ორმაისობა იქნება წელს",- განაცხადა შოთა მურღულიამ. 
გასულ წელს სპორტის ღონისძიებებისთვის 679500, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ღონისძიებებისთვის 236000 ლარი დაიხარჯა. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა