|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სისხლიანი მიწები“ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

დღეს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში  ამერიკელი ისტორიკოსის  წიგნის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ პრეზენტაცია გაიმართა.  წიგნის ავტორი ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, რომელშიც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. 

ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია  "რადარამი" იყო, რომელიც  ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის ლიტერატურას. 

,,ჩვენი მიზანია მკითხველის გააქტიურება და მათი დისკუსიაში ჩართვაა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ძირითადად, ეს არის ბოლო 10 წლის მანძილზე გამოცემული წიგნები, რომლებსაც ჩვენ ვთარგმნით, გამოვცემთ და ვავრცელებთ საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვაკეთებთ პრეზენტაციების სერიებს, უკვე ვიყავით ოზურგეთსა და  ბათუმში.  ახლო მომავალში ვგეგმავთ თელავსა და თბილისში“,- განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ადუაშვილმა.

ღონისძიებას სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო , მათ აღნიშნული ლიტერატურა  საჩუქრად გადაეცათ.

 

 

ავტორი: თინათინ გურგენიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა