|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფოლკლორის ცენტრი" 100 ათასი ლარით დაფინანსდება

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვსა და ახალგაზრდობის სამსახურმა ქუთაისში განახლებულ ფოლკლორის სასახლეში გასული წლის ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პრეზენტაცია განახლებულ ფოლკლორის სასახლეში გაიმართა: "2014 წელს შენობის რეაბილიტაციისთვის გამოყვეს თანხები. 140 ათასი ლარით მოხდა მისი მოწესრიგება. ეს კარგი დამოკიდებულებაა ხელისუფლების მხრიდან",- განაცხადა ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის დირექტორმა ზეინაბ ბურჯანაძემ. 
გამოყოფილი 100 ათასი ლარით ის სამუშაოები ჩატარდება, რომლებიც გასულ წელს ვერ მოესწრო. მიმდინარე წელს უნდა გაკეთდეს შენობის კიდევ ერთი დარბაზი, დაგეგმილია მუზეუმის გაკეთება, რომელიც "ფოლკლორის ცენტრის" ისტორიას ასახავს. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა