|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს შოთა მურღულია?

ქუთაისის მერის მიერ სხვადასხვა დროს შევსებული დეკლარაციების მიხედვით, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შემდეგ სურათს ვიღებთ: 2013- 15 წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ  შოთა მურღულიას ქონებრივი მდგომარეობა  უცვლელელია. მის მფლობელობაში არის: ბინა თბილისში საბურთალოს ქუჩაზე, რომელიც  90,00კვ.მ შეადგენს. ასევე მისი მეუღლის თეონა შეყილაძის მფლობელობაშია 2003 წლის გამოშვება Mercedes Benz ML350 - მარკის ავტომობილი.

 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ვიგებთ, რომ მურღულიას წლის განმავლობაში არც თუ ისე მცირე ფინანსური შემოსავლები აქვს.

  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან, სადაც შოთა მურღულია ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ- გერმანულენოვან პროგრამას ასწავლის, წლიურად 22 500,00 ლარი ერიცხება, რაც თვეში 1,875 ლარს შეადგენს.

 მურღულიას სალექციო კურსი აქვს ქუთაისში არსებულ სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სადაც მას წლიურად 5,600 ლარი ერიცხება, რაც თვეში 466 ლარს შეადგენს.

 ამავე დეკლარაციის მიხედვით ვიგებთ, რომ მისი მეუღლე თეონა შეყილაძე აღნიშნული სკოლის იურისტია, რომელიც წლიურად 3740.00 ლარის ოდენობით ხელფასს იღებს, რაც თვეში 311 ლარს შეადგენს.

 საინფორმაციო საგენტომ ,,ნიუპრესი“  რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ქუთაისის მერის  და მისი მოადგილეების ხელფასების შესახებ,  თუმცა  აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დარჩა.  2015 წლის დეკლარაციის და მარტივი არითმეტიკის დახმარებით კი ირკვევა, რომ ქუთიასის მერის შოთა მურღულიას ხელფასი წლიურად 32201.00 ლარს შეადგენს, რაც თვეში 2,683 ლარი გამოდის.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა