საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის კანდიდატურა დასახელდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს. "პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
იან კელი ამ დრომდე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. კერძოდ, იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთო-ში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოში აშშ-ის ახლანდელ ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ის საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მის შემცვლელად იან კელის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოხარულია
მომავალი ელჩის თანამდებობაზე გამოცდილი დიპლომატის იან კელის წარდგენის.
მომავალი ელჩის თანამდებობაზე გამოცდილი დიპლომატის იან კელის წარდგენის.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა