პედაგოგებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები გააცნეს
პედაგოგებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები გააცნეს. მათთვის ტრენინგ-სემინარი თემაზე:"ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები" გაიმართა. ტრენინგი პროქტის " ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" ფარგლებში გაიმართა. იგი გარემოსა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. "ნარჩენების მართვა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. პროექტი ქუთაისში მეორე წელია ხორციელდება, ეს საკითხები დაკავშირებულია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან ნარჩენების მართვის სფეროში",- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ. პედაგოგები მიღებულ ინფორმაციას მოსწავლეებს გაუზიარებენ.
ავტორი: ანა ჯიქია