"პალიტრა TV"-სთან დაკავშირებით 11 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
"პალიტრა TV"-სთან დაკავშირებით კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებას ავრცელებს. "კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ყურადღებით აკვირდება Must Carry-სა და Must Offer-ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და "პალიტრა TV"-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა "პალიტრა TV"-ს კონტენტი.
კოალიციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობის მისაღებად, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივი საერთო მაუწყებლები, იმგვარად, რომ არ მოხდეს მოქმედი ოპერატორებისთვის ტექნიკური პრობლემების შექმნა,"- ნათქვამია "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებაში. კოლაიცია მზადაა მაგითიკომისა და "პალიტრა TV"-ს მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შეასრულოს.
ავტორი: ნიუპრესი