|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებმა“ აქტივისტებს ტრანსპორტირებისთვის საწვავი უფასოდ დაურიგეს?!

ქუთაისში „ნაციონალების“ ყრილობაზე დასასწრებად პარტიამ აქტივისტები საწვავით უზრულველყო  – newpress-ისთვის ამის შესახებ პარტიის აქტივისტების პირადი საუბრებიდან გახდა ცნობილი.

„ყრილობაზე წამოსასვლელად მაისურებისას და კეპების გარდა, სასწავიც ჩაგვისხეს,“ – აღნიშნავდნენ პარტიის აქტივისტები პირად საუბრებში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დღეს „ნაციონალების“ ყრილობაზე ხალხი რაიონებიდანაც ჩამოიყვანეს.  გუშინ საღამოდან დაიწყო მობილიზება საქალაქო სატრანსპროტი საშუალებების, რომლებსაც აქტივისტები რაიონებიდან უნდა ჩამოეყვანათ. ასევე, აქტივისტები ტრანსპორტირებისთვის პირად ავტომანქანებსაც იყენებენ.

ყრილობაზე დასწრებამდე ისინი საზეიმო მსვლელობას ქალაქის მასშტაბით აწყობენ.

ავვტოკოლონებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე