|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს დავით დვალი?

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის 2012-2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მისი ქონებას შეადგენს: ოზურგეთში, კერძოდ კი შეკვეთილში არსებული 500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც  მეუღლის, სალომე გურეშიძე-დვალის სახელზეა რეგისტრირებული.  საცხოვრებელი სახლი ქუთისში, (რუსთაველის 43, ფართობი - 120.00 კვ.მ), რომლის 50% -ის მფლობელია.  ასევე მეორე საცხოვრებელი სახლი ქუთაისში (რუსთაველის #43, ფართობი - 97.00 კვ.მ), რომელიც დვალის ქონებრივ დეკლარაციას მას შემდეგ შეემატა, რაც ის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

      დეკლარაციის მიხედვით ვიგებთ, რომ დავით დვალი გარდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისა, შპს "თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში"  ლექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც წლიურად 1200,00 ლარი ერიცხება.  დეკლარაციის მიხევით ასევე ირკვევა, რომ დვალი შპს "ქუთსპეცავტოში" დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც ითავსებს, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 5000.00 ლარს შეადგენს.

    2014 წლის დეკლარაციაში არაფერია ნახსენები დვალის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა 2012 წლის დეკლარაციაში ნათლად არის აღნიშნული მისი ხელფასი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამ დროისთვის მისი წლიური ანაზღაურება 24,262 - ლარს შეადგენდა. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა