|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინციდენტი ბათუმში

ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს. მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ოფისში შეიჭრნენ და დეპუტატს  ვიცე სპიკერის პოსტზე ჯემალ ფუტკარაძისათვის მხარდაჭერის გამო დაუპირისპირდნენ.

   ზამბახიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან არის პროვოცირებული.

   ,,ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ განსხვავებულ აზრს ებრძოლოს. ესენი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები. მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძეს და ყველას - გონს მოეგონ. ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ ქართული მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება მათ“,- განაცხადა ზამბახიძემ.


ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა